0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკში საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობას ყველა ბიზნესი შეძლებს

15 ივნისი-2020- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს და მისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ახალ პროგრამას იწყებს.  ბანკი „აწარმოე საქართველოს“ „საკრედიტო-საგარანტიო სქემაში“ ერთვება, რომლის მიზანიც ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა. 

პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას გულისხმობს და მათთვის დაფინანსების ახალ შესაძლებლობებს იძლევა. პროგრამის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესები, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები, მიიღებენ საკრედიტო გარანტიას ძირი თანხის 90%-მდე. 

სქემა ბიზნესებს უკვე არსებული სესხის რესტრუქტურიზაციასაც სთავაზობს. რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში პროგრამა  საკრედიტო გარანტიის 30%-ის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 

საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს შეადგენს.  საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა  10 წელია. 

„ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ერთვება. პროგრამა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება მცირე და საშუალო საწარმოებს ფინანსურ რესურსზე წვდომის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და განვითარების რეალურ შანსს აძლევს,  რაც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5ee714878637e53c8689ce0e

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...