0 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი ბანკის განმარტება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ

რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის ლიბერთი ბანკის ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი. 

დღეს, გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია,  რომელმაც შესაძლოა გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ამიტომ, ბანკი მიზანშეწონილად თვლის  ფართო საზოგადოებას და პირველ რიგში ბანკის მომხმარებლებს განუმარტოს არსებული ვითარება: 

გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, დანაშაულის გამოვლენის მომენტიდან. ამ ეტაპზე, დეტალური ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროვება ხელს შეუშლის გამოძიებას.   თაღლითური სქემის გამოვლენა განხორციელდა ბანკის შიდა სტრუქტურების მიერ და გამოძიება დაიწყო ლიბერთი ბანკის ინიციატივით. ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი ბანკის მიერ მიღებული ზარალი. ასევე, ბანკი იცავს უდანაშაულობის პრეზუმციას და შესაბამისად, არ აკონკრეტებს შესაძლო დამნაშავეთა ვინაობას და მათ შესაძლო ბრალეულობას.

რაც შეეხება გარკვეულ ფიზიკურ პირთა ანგარიშების დაყადაღებას, ყველა პროცესი განხორციელდა მხოლოდ სასამართლოს განჩინებით და გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და ეს პროცესები დასრულდება გამოძიების დასრულებისთანავე. 

აქვე ავღნიშნავთ, რომ ლიბერთი ბანკს გააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემები, რომლებმაც  უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის მყისიერად დაფიქსირება. 

კიდევ ერთხელ, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ბანკი დაინტერესებულია გამოძიების სწრაფად და ოპერატიულად წარმართვაში.  ამ პროცესებში,  ყველა საეჭვო ფაქტი იქნება შესწავლილი და ბანკის არცერთი მომხმარებელი არ დაზარალდება. უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელს.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...