0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ავტომინი - თუ ავტოსაგზაო შემთხვევა შენი ბრალი სულაც არაა - თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი

სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა და დაზღვევის ხელმისაწვდომი ფასი - აქ და ახლა თიბისი დაზღვევა შენ საჭიროებებზე მორგებულ ახალ პროდუქტს გთავაზობს. ავტომინი გაზღვევს მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა შენი ბრალი სულაც არაა. 

საგნის დაცემა, ძარცვა, სეტყვა ან საქარე მინის დაზიანება იმ რისკების არასრული ჩამონათვალია, რომლის შერჩევაც მომხმარებელს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია. ავტომინის დამატებითი რისკების თავისუფალი არჩევანი დაზღვევის ღირებულებას  ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდის, რაც ნიშნავს, რომ  ავტომობილის დაზღვევისთვის მომხმარებელს თავად შეუძლია ბიუჯეტის განსაზღვრა.

 

ავტომინის მთავარი უპირატესობებია:

•       ნულოვანი ფრანშიზა

•       ბიუჯეტის საკუთარი სურვილით განსაზღვრა

•       რისკების თავისუფალი არჩევა

•       დაზღვევის სწრაფად და მარტივად - ონლაინ შეძენა

•       ავტომობილის დისტანციური დასურათება - ბი ბოტი

 

“თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან ლიდერი კომპანიაა ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე, რაც მოხმარებლის კმაყოფილებაზე ფოკუსმა განაპირობა. ჩვენი მისია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ახალი სადაზღვევო პროდუქტი - ავტომინი მომხმარებლის საჭიროებების კვლევაზე დაყრდნობით შეიქმნა. თუ გამოცდილი მძღოლი ხარ, ნაკლებად გეშინია შენი მიზეზით  ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის და გსურს დაზღვეული იყო ავტოსაგზაო შემთხვევისგან, რომელიც შენი ბრალი სულაც არ არის, ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიო მთავარი რისკი - სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. რაც მთავარია, შემთხვევის დროს თანხა სრულად აგინაზღაურდებათ“, - ივანე კახაძე, თიბისი დაზღვევის საცალო ბიზნესის უფროსი.

 

აღნიშნულ პროდუქტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - avtomini.tbcinsurance.ge

 

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...