0 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის „ჩატის“ ფუნქცია დანერგა

27 მაისი, 2020- საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფუნქცია დანერგა. ამიერიდან მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე მომხმარებელს 24/7 რეჟიმში შეუძლია მიიღოს პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე ან ისარგებლოს ონლაინ კონსულტაციით. თუკი რომელიმე საბანკო ოპერაციის შესრულების პროცესში მომხმარებელს დახმარება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება/დაზუსტება დაჭირდება, ან, უბრალოდ, შეკითხვა გაუჩნდება, მას შეუძლია ჩატით  მარტივად ისარგებლოს. 

ჩატს ბევრი საინტერესო ფუნქცია აქვს − მისი გამოყენებით არა მხოლოდ  სასურველ საბანკო სერვისებზე კონსულტაციის გავლაა შესაძლებელი, არამედ ჩატის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს გაგზავნოს ან გადმოწეროს საჭირო ფაილები, გააზიაროს ბმულები, მიადევნოს თვალი საუბრის ისტორიას და სხვ. 

„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ციფრული არხების განვითარებას. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ჩატის ფუნქცია შესთავაზა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით ტრანზაქციების განხორციელებას, საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მიღებას. ჩატის გამოყენება პროცესს კიდევ უფრო სწრაფს, მარტივს და კომფორტულს ხდის“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის  ეწვიეთ ვებგვერდს: www.bog.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...