0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბილაინის მაღაზიები უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით 18 მაისს იხსნება

საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი, ბილაინი 18  მაისიდან მაღაზიების ეტაპობრივ გახსნას იწყებს და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მოემსახურება აბონენტებს. ბილაინის 28 მაღაზიიდან პირველ ეტაპზე 23 გაიხსნება, მარნეულის მაღაზიის გახსნა დაგეგმილია 25 მაისს, „თბილისი მოლის“ - 8 ივნისს, აეროპორტების კი - საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთანავე. 

მაღაზიების ძირითადი ნაწილი იმუშავებს ყოველდღე 9:00-დან 18:00 საათამდე და მაღაზიებში დაცული იქნება COVID-19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია, რომელიც  აუცილებელია უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად როგორც აბონენტებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. ამასთანავე, ბილაინის ყველა მომსახურება და პროდუქტი რჩება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ონლაინ, აპლიკაციის, ვებგვერდის, ონლაინ ჩატისა და სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. ბილაინის სიმბარათების შეძენაც, კომპანიის მაღაზიების გარდა, შესაძლებელია ბილაინის თვითმომსახურების ტერმინალებით და საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში. 

ბილაინმა COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და უსაფრთხოების მიზნით ერთ-ერთმა პირველმა დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში, მოგვიანებით კი - მთელ საქართველოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...