0 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა განახლებული კვლევა წარადგინა თემაზე - COVID 19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

თიბისი კაპიტალმა ხელმეორედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნეს სექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის  მოლოდინები განიხილეს. ასევე, ცალკეულ ბიზნესსექტორებთან დაკავშირებით 2020-2021 წლის პროგნოზები გაჟღერდა.  

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის მეორე კვარტლის მკვეთრი ვარდნის შემდგომ კი ეტაპობრივი აღდგენა და 2021 წელს 4-5%-ის ფარგლებში ზრდა არის მოსალოდნელი.  თიბისი კაპიტალი წლის განმავლობაში ტურიზმის შემოსავლების 65%-იან შემცირებას პროგნოზირებს, სექტორში აქტივობა მეორე კვარტლის შემდეგ დაიწყება და 2019 წლის დონის დაბრუნებას დაახლოებით 1.5 წელი დასჭირდება. 

„მიმდინარე გამოწვევების პერიოდში, სირთულეების ერთიანი ძალისხმევით გადასალახად,  თიბისის გუნდი ვაგრძელებთ ჩვენს  პარტნიორებთან აქტიური დიალოგის რეჟიმში მუშაობას.

დღეს გაზიარებული ანალიზი და მიგნებები დამატებითი  ინსტრუმენტია კომპანიებისათვის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, რაც ვფიქრობთ, რომ მათ მომდევნო თვეების ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება.“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://www.tbcresearch.ge/en/Research/Covid-19-impact-May-2020

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...