0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია დანერგა

12 მაისი, 2020- საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს მობილ და ინტერნეტბანკით ონლაინ აქტივაცია  შესთავაზა. სიახლე შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს რეგისტრაცია მარტივად და უსაფრთხოდ, ფილიალში მისვლის გარეშე  გაიაროს. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებელს ისარგებლოს ყველა საბანკო პროდუქტით უკვე  მობილბანკით ანდროიდის სისტემაზე, მალე კი iOS-ზეც. ამ ეტაპზე აღნიშნული სიახლე ეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია საქართველოს ბანკის პროდუქტებით. 

სიახლეა ისიც, რომ მომხმარებელი საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლასაც შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელს არ ჰქონდა ან ძველი საკონტაქტო ნომერი ჰქონდა მითითებული, მას მარტივად განაახლებს. 

ონლაინ აქტივაციისთვის მხოლოდ რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო. კერძოდ, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს როგორ სურს აქტივაცია: პირადობის მოწმობით თუ პასპორტის საშუალებით. ასევე, სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ე.წ. „სელფის“ საშუალებით იდენტიფიკაცია, რის შემდეგაც მომხმარებლის ვიზუალის მობილბანკის მონაცემთა ბაზაში ასახვა ხდება. იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის საეთაშორისო /ევროპული სტანდარტების მიხედვით აწყობილი ფუნქციონალის მეშვეობით ხდება. 

 ონლაინ აქტივაციის სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია უსაფრთხოების ყველა პარამეტრის გათვალისწინებით. 

სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმითიც რომ, მისით სარგებლობას საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებიც შეძლებენ. 

“საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციის დანერგვას და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ მომსახურების მათთვის წარდგენას. ბანკი ცდილობს მომხმარებელს მარტივი, სწრაფი და კომფორტული გადაწყვეტები შესთავაზოს. ამჯერად ბანკი მომხმარებელს ანგარიშის ონლაინ  აქტივაციას ფილიალში მისვლის გარეშე  სთავაზობს.  ეს მომხარებელს მისცემს შესაძლებლობას არა მხოლოდ მოახდინოს  მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინ აქტივაცია, არამედ შეცვალოს საკონტაქტო ინფორმაცია სადაც არ უნდა იყოს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ“,-აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...