0 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ტოიოტა ცენტრი თეგეტა სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას

დღეიდან ტოიოტა ცენტრი თეგეტა სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას როგორც ავტომობილების გაყიდვის, ასევე ავტოსერვისის მიმართულებით. ტოიოტას ბრენდის ავტომობილების შესაძენად თქვენ ისევ შეგიძლიათ ესტუმროთ კომპანიის შოურუმს, ადგილზე შეარჩიოთ სასურველი ავტომობილი და გაიაროთ ტესტ დრაივი. ტოიოტა თეგეტა სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფოს და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით ემსახურება მომხმარებლებს. კომპანიის პერსონალი სრულად არის ეკიპირებული და დაცული ვირუსის გადადების შემთხვევისაგან, ასევე მუდმივად კეთდება შოურუმის, სერვისის და ავტომობილების დეზინფექცია.

ტოიოტა ცენტრი თეგეტა, როგორც ყოველთვის ზრუნავს თავის მომხმარებელზე და სთავაზობს სავალი ნაწილის უფასო დიაგნოსტიკას და ელ. დიაგნოსტიკას 50%-იანი ფასდაკლებით. ამასთანავე თქვენ შეგიძლიად უფასოდ ისარგებლოთ „ტოიოტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. „ტოიოტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. კომპანია ავტომობილზე სრულად არის პასუხისმგებელი, აღსანიშნავია რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ. დამატებითი უსაფრთხოებისთვის სერვისიდან გამოსული ავტომობილი გადის სრულ დეზინფექციას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...