0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნახევარი მილიონი ლარი (500 000 ლარი) აჭარაბეთისგან სწრაფი ტესტების შეძენისა და საქართველოში ჩამოტანისთვის

კომპანია „აჭარაბეთმა” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და სახელმწიფოს გადასცეს ნახევარ მილიონ ლარს (500 000 ლარი), რომლითაც მოხდება  სწრაფი ტესტების შეძენა-ჩამოტანა.

 „სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს აუცილებელია კერძო სექტორის სახელმწიფოს  გვერდით დგომა, სწორედ ამიტომ  დამატებით გამოვყოფთ  ნახევარი მილიონი ლარის მოცულობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მოხმარდება საქართველოსთვის სწრაფი ტესტების შეძენასა და ქვეყანაში ჩამოტანას. მნიშვნელოვანია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება მოტივაცია სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. გვჯერა ერთობლივი ძალებით ყველა პრობლემა დაძლევადია” აღნიშნავენ „აჭარაბეთში“.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ COVID 19-ის დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. „აჭარაბეთი” არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ასევე პრევენციის მიზნით მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა და დაიწყო საინფორმაციო კამპანია. „აჭარაბეთმა“ მის ხელთ არსებულ ყველა სარეკლამო არხში განათავსა კორონავირუსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეკომენდაციების შესახებ, რომელიც აუცილებელია დაიცვას თითოეულმა ადამიანმა, ვირუსის კიდევ უფრო მეტად  გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. კომპანია აქტიურად განაგრძობს ხალხთან კომუნკაციას.

გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა უკვე გადარიცხეს  1 მილიონი ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რათა კიდევ უფრო ეფექტურად გატარდეს ყველა საჭირო ზომა საქართველოში, ვირუსის წინააღმდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...