0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ისარგებლეთ სახლიდან გასუვლელად "ავერსის" მიტანის სერვისით

 

"ავერსის" სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილი პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომია  მომხმარებლისთვის -  შინიდან გაუსვლელად  შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი ღირებულების მედიკამენტები, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები და მიიღოთ თქვენთვის საჭირო პროდუქცია სრულიად უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური რეგულაციების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების  სრული დაცვით.

 კომპანია მიწოდების სხვადასხვა სერვისს გთავაზობთ:

 

  •  "ავერსის" მობილური აპლიკაცია  
  •  "გლოვოს" აპლიკაცია
  •  სატელეფონო შეკვეთა

 

"ავერსის" მობილური აპლიკაცია

ჩამოტვირთეთ "ავერსის" მობილური აპლიკაცია და შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ინტერნეტით.

გადმოწერეთ: IOS, https://apps.apple.com/us/app/aversi/id1195068578

გადმოწერეთANDROID, https://play.google.com/store?hl=en

 

შეკვეთა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხოლო მიწოდება მოხდება იმავე დღეს 09:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. მიტანის სერვისით უფასოდ ისარგებლებთ, თუ შეკვეთილი პროდუქციის ფასი 25 ლარს აღემატება. უფრო ნაკლები თანხის პროდუქციის მიღება თბილისის მასშტაბით სამ ლარად არის შესაძლებელი.

ისარგებლეთ  ავერსი-გლოვოს სერვისით

"ავერსისა” და "გლოვოს" ერთობლივი მიწოდების სერვისით სარგებლობის  შემთხვევაში უნდა ჩამოტვირთოს შესაბამისი აპლიკაცია, დარეგისტრირდეთ და შეუკვეთოთ პროდუქცია. "გლოვო" "ავერსის" პროდუქციის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს ოთხი ქალაქის - თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის მასშტაბით. შეკვეთა და მიწოდება შესაძლებელია ყოველდღე, დილის 09:00სთ–დან 19: 00სთ–მდე.  კომენდანტის საათის გავლის შემდეგ შეკვეთა და მიწოდება შესაძლებელი იქნება 24 სთ–ის განმავლობაში.

სასურველ პროდუქციას შეკვეთიდან უმოკლეს დროში მიიღებთ. სერვისის ღირებულებაა სამი ლარი.

 

გადმოწერეთ – android: https://play.google.com/store/apps/details?id=com.glovo  

გადმოწერეთ – IOS https://apps.apple.com/us/app/glovo-more-than-food-delivery/id951812684

 

შეუკვეთეთ ტელეფონით 2-900-800

დარეკეთ ნომერზე 2-900-800 და შეუკვეთეთ სასურველ პროდუქცია.

ტელეფონით შეკვეთა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხოლო მიწოდება მოხდება იმავე დღის 09:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.  სატელეფონო შეკვეთისას მტრედი ბარათის მომხმარებელი სარგებლობს ყველა იმ უპირატესობით, რაც მის მფლობელს სააფთიაქო ქსელში პროდუქციის შეძენისას აქვს: ერიცხება ქულები, იღებს მაქსიმალურ ფასდაკლებას, სარგებლობს აქციებით.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში კომპანია "ავერსი" საკუთარი პროდუქციის მიწოდების არხებს აფართოებს და ახლო მომავალში სატელეფონო შეკვეთისას ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა დიდ ქალაქებშიც.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...