0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა - სტატუს შეხვედრები, განახლებული ფორმატით გრძელდება

სოციალური დისტანცირების პირობებში, თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა - სტატუს შეხვედრები, განახლებული ფორმატით გრძელდება. 

საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები  აუდიტორიას ამჯერად Zoom-ის აპლიკაციის დახმარებით, ვირტუალურ სივრცეში ხვდებიან. სტატუს შეხვედრები კვირაში 2-ჯერ ტარდება და მათზე დასწრება თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ: https://www.statusevents.ge/

ბედნიერებისა და ჭეშმარტიების კავშირი, მოვალეობითი მორალი, წერის მნიშვნელობა ბავშვებისთვის, აღმოსავლური ტრადიცია, გასტრონომია საქართველოში, სახლის მცენარეების მოვლა - ამ და სხვა აქტუალურ თემაზე თიბისი სტატუსის მომხმარებლებს უკვე ესაუბრნენ ლევან გიგინეიშვილი, დათო ტურაშვილი, ანდრო დგებუაძე, პაატა პაპავა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ, კი ვინც შეხვედრას ვერ ესწრებიან, შეუძლიათ სხვადასხვა თემატიკის ვიდეოს სტატუს შეხვედრების ონლაინ პლატფორმაზე გაეცნონ - https://www.statusevents.ge/videos

საგანმანათლებლო პროექტი - თიბისი სტატუს შეხვედრები 2019 წლის დასაწყისში შეიქმნა და მისი მიზანი დინამიური და დატვირთული პროცესების პარალელურად, ადამიანებისთვის სხვადასხვა ცოდნის გამრავალფეროვნებისა და თვითგანვითარების საშუალების მიცემაა.

სტატუს შეხვედრებს უკვე 8000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ონლაინ პლატფორმას კი ყოველდღიურად 100-ობით მომხმარებელი სტუმრობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...