0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია

27 აპრილი, 2020- ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია და ის ხატია არველაძეა. გამარჯვებული ბერლინის Miami Ad School EU-ში საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2 წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის. გამარჯვებული 5 კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს ბანკისა და  Miami Ad School Europe - ის წარმომადგენელი, ასევე მერი გიორგობიანი - არტ დირექტორი (2014-2016 MASE), აკო ახალაია - Marketer.ge-ს დამფუძნებელი და  ბექა გუჯეჯიანი - ნიკა გუჯეჯიანის ძმა. ჟიურიმ გამარჯვებული  კონკურსში მონაწილე  18 კანდიდატს შორის შეარჩია. 

სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსანტებს უნდა წარმოედგინათ MASE-ში, ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგი სამი მიმართულებიდან ერთ-ერთზე: Art Direction,Copywriting, Creative Technology და ასევე  კრეატიული ნამუშევარი თემაზე: Beauty of Georgia. 

„ნიკას სურვილი იყო მეტ ქართველს ჰქონოდა შესაძლებლობა ესწავლა MASE-ში, სწორედ ამ მიზნით და Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, გასული წლის სექტემბერში დაარსდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია. შედეგად, ყოველწლიურად 1 ნიჭიერ ადამიანს უკვე  აქვს შესაძლებლობა,  ისწავლოს MASE-ში სრული დაფინანსებით. გვინდოდა ეს შესაძლებლობა მართლაც განსაკუთრებული და ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა, რადგან განათლების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ვულოცავთ გამარჯვებულს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

რა უნდა იცოდე Miami Ad School-ის შესახებ?

Miami Ad School EU-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის  მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...