0 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაჭავარიანი განმარტავს, ვის და როგორ ეხება საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათი

 

ვისზე ვრცელდება ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე - ეს არის კითხვა, რომელიც უამრავ დამსაქმებელსა და დასაქმებულს გაუჩნდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა  ამის შესახებ, საჯარო პრეზენტაცია გააკეთა.

სწორედ ამის შესახებ, ივანე მაჭავარიანმა ვრცლად გადაცემაში „Forbes კვირა“ ისაუბრა. 

„საშევაღავათო პერიოდი ეხება ყველას, ვისი ხელფასიც არის 1500 ლარამდე. 200 ლარს ადამიანები მიღებენ ხელზე და არ დაიბეგრება. ეს ის კატეგორიაა, რომელიც დარჩა დროებით უმუშევარი. ხოლო მეორე ნაწილში, საშემოსავლო შეღავათის ნაწილში კომპანიები 750 ლარის საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდიან, ამით შევამცირებთ გადასახადს. 1500 ლარი ვისაც აქვს ყველას ეხება პირველ 750 ლარზე. ამის საშემოსავლოს არ გადაიხდის, დანარჩენი ნაწილის 1500 ლარამდე რაც არის იმას გადაიხდის. ეს არის შემსუბუქება. ეს გამოდის საშუალოდ 150 ლარი. ანუ, ჩვენ შეგვიძლია შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ: ყველა ის კომპანია და ფირმა, რომელიც გააგრძელებს დასაქმებულისთვის ხელფასის გადახდას საშუალოდ 1500 ლარამდე, საშუალოდ 150 ლარიან შეღავათს ნახავს. ახლა ხშირად ისმის კითხვა, არის ეს შეღავათი კომპანიისთვის, თუ ეს არის შეღავათი დასაქმებულისთვის? ეს შეღავათი ორივესთვისაა სინამდვილეში. კომპანია ამ შემთხვევაში იღებს შეღავათს, მაგრამ ამ შეღავათის გამო მას ჩვენ ვასტიმულირებთ რომ დაიტოვოს თანამშრომელი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები