0 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

უფასო რეკლამა - “ევროპაბეთის” მხარდაჭერა ბიზნესს

1 მილიონი ჩვენება საჩუქრად - ევროპაბეთი მცირე და საშუალო ბიზნესის რეკლამას პოპმედიაში 1 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ განათავსებს

COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევებთან გასამკლავებლად “ევროპაბეთი” ციფრული რეკლამით დაინტერესებულ ბიზნესს სარეკლამო სივრცეს უფასოდ დაუთმობს. პროგრამაში ჩართული ბიზნესის რეკლამას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახავს.

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა “ევროპაბეთის” სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის responsible.ge ნაწილია.

“COVID-19-ის რეალობაში ციფრული რეკლამა მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა. მისი სწორად გამოყენება და სასურველი შედეგის მიღწევა ბევრი ბიზნესისთვის ახლა კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. ჩვენი ეს შეთავაზება, ვფიქრობ, ბიზნესს მომხმარებელთან დაკავშირების სირთულეების გადალახვაში დაეხმარება. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მზად არის საკუთარი გამოცდილება პროგრამაში ჩართული ბიზნესების კამპანიების სწორად განთავსებას მოახმაროს“, - განაცხადა “ევროპაბეთის” მარკეტინგის დირექტორმა, პროექტის responsible.ge ხელმძღვანელმა, ლაშა გოგუამ.

პოპმედია სამ საინფორმაციო ვებპორტალს აერთიანებს. საიტებს popsport.com, popmusic.ge და popx.ge დღეში საშუალოდ 100 ათასამდე უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს და სპორტის, მუსიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს, საინტერესო სტატიებსა და სხვადასახვაგვარ გასართობ მასალას ეცნობა.

პროგრამაში ჩართვის და უფასო რეკლამით სარგებლობის მსურველმა ბიზნესებმა  უნდა მიმართონ პოპმედიას მეილზე [email protected]. შესაბამისი ინსტრუქციის შესრულების შემდეგ თითოეულის რეკლამა სამივე პორტალზე მაისის ბოლომდე უსასყიდლოდ განთავსდება.

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა “ევროპაბეთის” პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის გაგრძელებაა. პასუხისმგებლიანი თამაშის მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ფუნქციონირებს ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც “ევროპაბეთის” მომხმარებლები სარგებლობენ.

ევროპაბეთი 2015 წელს მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...