0 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

1300-ზე მეტი მოხუცი და ბავშვი ლიბერთისგან სააღდგომო ნობათს მიიღებს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოში არსებული ბავშვთა, მოხუცებულთა და შშმ პირების 100-ზე მეტი პანსიონატის ბინადრები ლიბერთი ბანკისგან ტრადიციულად სააღდგომო პასკებსა და პროდუქტებს მიიღებენ.  

ლიბერთი ბანკი რამდენიმე წელია, რაც სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ზრუნავს ზემოთაღნიშნული პანსიონატების ბენეფიციარებზე და წელს უკვე ახალი ეგიდით #ლიბერთიგულით, გადასცემს სააღდგომო ნობათს ხანდაზმულთა თავშესაფრების, ბავშვთა სახლების და შშმ პირების პანსიონატების ბენეფიციარებს - დაწესებულებებს, სადაც 1300-ზე მეტი ბინადარია 

ქვეყანაში Covid-19 ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების გამო დღეს გამკაცრდა გადაადგილებისა და ტრანსპორტირების წესები და შეუძლებელი გახდა სურსათის დარიგება დაგეგმილი სადისტრიბუციო მარშრუტით. ლიბერთის თანამშრომლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღეს დროული გადაწყვეტილება, გაერთიანდნენ და საკუთარი ძალებით, ზრუნვითა და სიყვარულით სავსე გულით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყველა რეგიონის 100-მდე სახლს თავად მიაწვდიან პროდუქტს და სააღდგომო პასკებს. 

"ლიბერთი არაერთი წელია ზრუნავს მოხუცებზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. ძალიან დასაფასებელია, რომ წინაღობის მიუხედავად, ჩვენმა თანამშრომლებმა, ახალგაზრდებმა გამოთქვეს მოხალისეობის სურვილი და მათი აქტიური ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, არცერთი მარტოხელა მოხუცი და ბავშვი, არ დარჩება ყურადღების გარეშე.   

დღეს, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა პროცესებში და თანადგომა უფროსი თაობის მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისიც რომ ჩვენ ყველამ ვიგრძნოთ ჩვენი წილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და როგორც შეგვიძლია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და თუ რამეს გავაკეთებთ, ვაკეთოთ გულით.“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...