0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ლაბორატორიული ტესტი გადასცა

17 აპრილი,  2020- საქართველოს ბანკი COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა შეიძინა 20 000 ლაბორატორიული ტესტი, რომელიც საქართველოშია და ის ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად მთლიანად  ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. 

„COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ოდენობის ლაბორატორიული ტესტის ქონა. ის მთავარი იარაღია პანდემიასთან ბრძოლაში. 20 000 ლაბორატორიული ტესტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვირუსის წინააღმდეგ  ბრძოლაში. გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველას, დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და მივცეთ ჩვენს მედიკოსებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი სამუშაო ისეთივე წარმატებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც შეაქვს ამ საქვეყნო საქმეში. ახლა როცა ასე მნიშვნელოვანია ჩვენ საერთო მტერთან, COVID 19-თან ბრძოლა, მიგვაჩნია რომ ყველამ ერთად, ჩვენი ერთობით, უნდა ვიზრუნოთ ვირუსის დამარცხებისთვის“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადასცა 10 სასუნთქი აპარატი,  50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...