0 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გახდი ლიბერთის მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად - ლიბერთი ბანკის ახალი ინოვაციური სერვისი

იმისთვის, რომ ლიბერთის მომხმარებელი გახდე, აღარ არის საჭირო ბანკის სერვის ცენტრში მისვლა - დღეიდან, ლიბერთის დისტანციური მომსახურების მრავალფეროვან არხებს კიდევ ერთი ინოვაციური არხი დაემატება. 

Covid-19-ის პრევენციისთვის, ბოლო თვეებში ლიბერთი ბანკის მიერ გადადგმულ არაერთ ნაბიჯს კიდევ ერთი პროექტი შეემატა: ონლაინ ანგარიშის გახსნა და ბარათის შეკვეთა, სახლში მიტანის სერვისით. აქამდე, მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა ბანკის სერვისცენტრებსა და ფილიალებში ვიზიტი. 

ონლაინ გაკლიენტების პლატფორმა საქართველოს საბანკო ბაზარზე ინოვაციურია და ბანკის ინიციატივით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის დაჩქარებული წესით გახდა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. 

Visa ან MasterCard ტიპის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, ვებ გვერდებიდან 365.ge ან libertybank.ge. ბანკი მომხმარებელს ნებისმიერ მისამართზე, უსაფრთხოების სრული დაცვით მიუტანს. თბილისში მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში მაქსიმალურად სწრაფად, შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით. ბარათის ონლაინ შეკვეთა შესაძლებელია, როგორც ახალი, ასევე ლიბერთის უკვე აქტიური მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც აქვთ საბანკო ანგარიში, მაგრამ არ აქვთ სადებეტო ბარათი. 

ლიბერთი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს სრულიად მომზადებული შეხვდა და ამის კიდევ ერთი დასტურია ეს ინოვაციური პლატფორმაც, რომელიც დღეს ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლები დარჩნენ სახლში, გაუფრთხილდნენ თავს, დაიცვან უსაფრთხოების წესები და სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად მიიღონ საბანკო მომსახურება. ჩვენთვის კი მთავარია ვიყოთ ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაც ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია - ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოებას.“ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმავასილ ხოდელმა


ონლაინ დარეგისტრირებული ახალი მომხმარებლისთვის, ბარათის გააქტიურებისთანავე, ხელმისაწვდომია ლიბერთის სადებეტო ბარათის ყველა უპირატესობა, მათ შორის:

 ·         ინტერნეტ და მობაილ ბანკი - ნებისმიერი საბანკო ოპერაცია დისტანციურად, ფულადი გზავნილები, ვალუტის კონვერტაციის სპეც.კურსი, მობილურის შევსება და კომუნალურების გადახდა

·         ლოიალობის პროგრამა ‘ქეშბექი’ ლიბერთის ბარათების მფლობელებისთვის - ყველაზე მაღალი ქეშბექი 600-ზე მეტ მეგობარ ობიექტში: https://cashback.ge/

·         Onoff.ge ტექნიკის ყველაზე სრულყოფილ კატალოგში 10%-მდე ფასდაკლება ნებისმიერი ტიპის ტექნიკის შეძენისას https://onoff.ge/

Apple Pay-ში ბარათის დამატების საშუალება და უკონტაქტო გადახდები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...