0 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია შენი ბიზნესისთვის

 

თიბისი და VISA პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, კომპანიებს  ახალ ინიციატივას სთავაზობს -  „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“.

შეთავაზების ფარგლებში ბიზნესებს შეუძლიათ უმოკლეს დროში შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ.

შეთავაზება მოიცავს, B2C ონლაინ მაღაზიების პლატფორმის გამოყენებას, რომლითაც მომხმარებელი მარტივად ააწყობს ვებ-გვერდს, ჩააშენებს თიბისის ონლაინ გადახდის სისტემას და აირჩევს პროდუქციის მიწოდების ფორმას. სერვისი მოიცავს, როგორც ფოტოგრაფის მომსახურებას პროდუქციის დასასურათებლად, ისე გადახდის სისტემის და მიტანის სერვისის ინტეგრაციას. 

პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან.

„ეს არის კარგი საშუალება არსებულ გარემოსთან ადაპტაციისათვის და ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის. თუ რა მნიშვნელოვანია ციფრული სერვისები ბიზნესებისთვის, ამაში განსაკუთრებით  დაგვარწმუნა არსებულმა რეალობამ, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია. სწორედ ამიტომაც ჩვენ VISA-სთან ერთად ვეხმარებით ბიზნესებს, რომ მათ მივცეთ ის ხელსაწყოები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისი ბანკის გერალური დირექტორის მოადგილემ.

ამ ეტაპზე უკვე მზადების პროცესშია 150-მდე ქართული კომპანიის ვებ-გვერდი. იმ 200 ქართულ კომპანიას,  რომელიც 30 აპრილამდე დარეგისტრირდება, ონლაინ მაღაზიის შექმნას თიბისი და VISA სრულად დაუფინანსებს. აგრეთვე ბიზნესები  წლის ბოლომდე თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...