0 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი პროექტ Charte.ge-ს მხარდაჭერას აგრძელებს

 

14 აპრილი, 2020-  საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, პროექტ Charte.ge-ს ფარგლებში, ბანკი ერთი წლის განმავლობაში 300 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ინტერნეტის გადასახადს დაუფინანსებს.  ახლა, როცა მთელი მსოფლიო ახალ რეალობაზე გადაეწყო და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების უმეტესობა განათლებას ონლაინ რეჟიმში იღებს, ორმაგად მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი გავხადოთ ინტერნეტი მათთვის, ვისაც ეს ახლა კიდევ უფრო მეტად სჭირდება.  

„დღეს საქართველოში სამწუხაროდ ბევრ სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. მიუხედავდ იმისა, რომ მათი უმრავლესობა ცხოვრობს ინტერნეტის დაფარვის ზონაში, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ინტერნეტით. ინტერნეტთან წვდომა კი COVID 19 ის პირობებში  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი სოციალურად დაუცველ 300 მოსწავლეს ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტის გადასახადს სრულად დაუფინანსებს. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, სტუდენტებს მათი პოტენციალის ზრდასა და რეალიზებაში. ინტერნეტის მიწოდებით ახალგაზრდებს უჩნდებათ სწავლისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები, ჩვენ კი გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

პროექტის შესახებ ინფორმაცია: 

charte.ge საქართველოს ბანკის სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტია. ის არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუფინანსოს იძულებით გადაადგილებულ უფროსკლასელებს თუ სოციალურად დაუცველს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი. პლატფორმა 2017 წელს შეიქმნა და მის მთავარ მიზანს განათლებისთვის ინტერნეტიზაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. პროექტს ყოველთვიურად მხარს უჭერს 1400-ზე მეტი მოქალაქე და მონაწილე. მხარდამჭერი კომპანიების რაოდენობა დღესდღეობით 30 ორგანიზაციას ითვლის. პლატფორმისა და მისი დონორების ურთიერთთანამშრომლობით 563  მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა ინტერნეტთან. 

ერთად ჩავრთოთ საქართველო  www.charte.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...