0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს თანხის განაღდების ახალ სერვისს სთავაზობს

 

რამდენიმე დღის წინ ლიბერთის მიერ დაანონსებული ახალი პროდუქტი სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს წამყვან სააფთიაქო ქსელებში: ავერსი, ფარმადეპო და პსპ. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ. კერძოდ, მომხმარებელს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას, ნებისმიერი აფთიაქის სალაროდან 50 ლარამდე ოდენობით ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.

‘ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და ასევე, რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან. ამ ახალი სერვისის შეთავაზებით, პირველ რიგში გვინდა ავამაღლოთ ბარათით გადახდის მოტივაცია და ასევე, შევამციროთ ბანკში ვიზიტის აუცილებლობა ნაღდი ფულის მისაღებად, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არსებობს.

გვინდა კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენს მომხმარებლებს კი მოვუწოდებთ, რომ დაიცვან რეკომენდაციები სოციალურ დისტანცირებასთან და ნაღდ ფულთან კონტაქტის შემცირების მიმართულებით. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ’ - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო  მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ

 

ავერსი საქართველოში წარმოდგენილია 262 აფთიაქით ქალაქებსა და რეგიონებში

PSP-ეს სააფთიაქო ქსელი მოიცავს 237 აფთიაქს საქართველოს მასშტაბით

ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელი მოიცავს 205 აფთიაქს მთელი ქვეყნის მასშტაბით

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...