0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან #შენთვის

პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი  და ვიზა საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს აანონსებს. 

ციფრული ბარათი ფიზიკური პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია ექნება, რაც სადებეტო ბარათს აქვს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. 

ციფრული ბარათის უპირატესობებია: 

·         მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება; 

·         მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა; 

·         მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას; 

·         ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა; 

·         ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში; 

·         ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან - Apple Pay ან TBC Wallet; 

·         Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.

 

„ინოვაციური პროდუქტების და სერვისების განვითარება თიბისის პრიორიტეტული მიმართულებაა. ციფრული ბარათის დანერგვით, მომხმარებლებს ფიზიკური ბარათის ტარების და შეკვეთის ალტერნატიულ  - დისტანციურ მეთოდს ვთავაზობთ და ვცდილობთ, მათ კიდევ უფრო გავუმარტვიოთ ცხოვრება, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე“,  - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

პირველი ციფრული ბარათი თიბისის მომხმარებლებისთვის აპრილის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...