0 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

#თიბისიშენთვის - დაეხმარე შენთვის საყვარელ ქართულ ბიზნესს

#თიბისიშენთვის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას ქმნის. 

თიბისის და ვენდუს ერთობლივი ინიციატივით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას. ამისათვის, პლატფორმა tbc4u.vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ. 

დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა.  პროექტში ჩართვა  ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია. პლატფორმას უკვე შემოურთდნენ:  „სფილოუ“;  ჰოსტელი -  „შავი პომიდორი“;  ღვინის კომპანია -  „ჟუჟუნა“;  ბარი - „მეობა“; კაფე -  „თონე“;  „ჩიკატაი“;  სამაგიდო თამაშების კლუბი -  „წიბახა“  და სხვა. 

„თიბისი შენთვის“ პროგრამის ფარგლებში, ყველა ადამიანს ვთავაზობთ, მხარი დაუჭიროს მისთვის საყვარელ ქართულ კომპანიას. ჩვენ ყველანი ვდგავართ გლობალური გამოწვევის წინაშე და ამ სიტუაციაში ბიზნესის დახმარება ჩვენი ეკონომიკის მხარდაჭერას ნიშნავს.  გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ წამოწყებაში, რომ ერთმანეთის თანადგომით ქართულ ბიზნესებს გავუწიოთ დახმარება“ , - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

„Vendoo აცნობიერებს, რამდენად დიდი გამოწვევის წინაშე  აღმოჩნდნენ ის კომპანიები, რომლებსაც არსებული სიტუაციის გამო დროებით მოუწიათ მუშაობის შეჩერება. გვინდოდა,  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული ბიზნესებისთვის მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა. სწორედ ამას ემსახურება პლატფორმის შექმნა. იმედი გვაქვს, ბევრი მსურველი გაერთიანდება საყვარელი კომპანიების დასახმარებლად და ამ გამოწვევის გადალახვას ერთობლივად შევძლებთ“, - იმედა იმედაშვილი, ვენდუს მარკეტინგის დირექტორი. 

#თიბისიშენთვის  მომხმარებლეს უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...