0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „ნიკორა ტრეიდმა“ თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის ყოვეთვიურად 300 000 ლარი გამოყო

„ნიკორა ტრეიდი“ თანამშრომლების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

      „31 მარტს,  ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ცნობილი გახდა საკარანტინო ზომების გამკაცრების შესახებ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვასა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათის შემოღებას გულისხმობდა.

     დღეის მონაცემებით ჩვენს კომპანიაში 6000 ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ახალი რეგულაციების შემოღების გამო, საჭირო გახდა თითოეული თანამშრომლის ტრანსპორტირება განხილულიყო ინდივიდუალურად,  საცხოვრებელი მისამართის და სამუშაო ადგილმდებარეობის მონაცემების გათვალისწინებით. რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ტაქსით ან საკუთარი ავტო მანქანით არის ნებადართული გადაადგილება, ამ ფაქტმა ჩვენს მიერ წინაწარ გაწერილ სამოქმედო გეგმაში გარკვეული ცვლილებები გამოიწვია და სწორი პროცესის აწყობას დრო დასჭირდა.

       პირველ რიგში, რაც უსწარფესად შეგვეძლო გაგვეკეთებინა, თანამშრომლების გადაყვანა მოხდა საცხოვრებელი ადგილის ახლომდებარე ფილიალებში.

      კომპანიამ ტრანსპორტირების პრობლემის გაჩენისთანავე, თავისი ბიუჯეტიდან გამოყო ყოველთვიურად 300 000 ლარი, რათა თითოეულ თანამშრომელს თანხა დანამატის სახით დაერიცხოს და ტრანსპორტირება შეძლონ ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ამ ეტაპზე დარჩენილია ტექნიკური გადანაწილების საკითხი, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება და ყველა თანმაშრომლის ანგარიშზე აისახება მომდევნო პერიოდში, ტრანსპორტირებისთვის საჭირო დამატებითი თანხები.

        ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ  არცერთი ჩვენი თანამშრომლის მიერ არ მომხდარა საკუთარი თანხებით ტრანსპორტირების ანაზღაურება. ამ ორი დღის განმავლობაში გაწეული ყველა ხარჯი ანაზღაურებულია კომპანიის მხრიდან.

     აქვე კიდევ ერთხელ გვინდა ყველა ჩვენ თანამშრომელს გადავუხადოთ მადლობა ამ ურთულეს პერიოდში გაწეული შრომისთვის და ჩვენგანადამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუთვალისწინებელი პროცესების მიმართ საკითხის ადეკვატურად მიღებისთვის.“ -აცხადებს „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...