0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

#თიბისიშენთვის - ინიციატივები ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად

#თიბისიშენთვის ქართულ ბიზნესებს მათი საქმიანობის გასამარტივებლად სხვადასხვა ინიციატივას სთავაზობს.

პროგრამის ფარგლებში, დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას. ამისათვის, პლატფორმა tbc4u.vendoo.ge  უკვე ამოქმედდა. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ.

დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა.  პროექტში ჩართვა  ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია. პლატფორმას უკვე შემოურთდნენ:  „სფილოუ“;  ჰოსტელი -  „შავი პომიდორი“;  ღვინის კომპანია -  „ჟუჟუნა“;  ბარი - „მეობა“; კაფე -  „თონე“;  „ჩიკატაი“;  სამაგიდო თამაშების კლუბი -  „წიბახა“  და სხვა.

#თიბისიშენთვის პროგრამა ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ რამდენიმე ინიციატივას აერთიანებს:

 

·         მხარდაჭერას ბიზნესების გაციფრულებისთვის;

·         ონლაინ ბიზნესგანათლებას;

·         შეღავათებს საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე;

·         შეღავათებს ციფრულ პროდუქტებზე.

 

ბიზნესების გაციფრულების მხარდაჭერა მოიცავს:

·         კომპანიის ვებ-გვერდის შექმნა 3 დღეში. სერვისი მოიცავს როგორც ფოტოგრაფის მომსახურებას, ისე გადახდის სისტემის და მიტანის სერვისის ინტეგრაციას.  VISA-ს მხარდაჭერით, პირველი 100 კომპანია, რომელიც პროექტში ჩაერთვება,  ვებ-გვერდის მომსახურებას  წლის ბოლომდე უფასოდ მიიღებს;

·         ქართული ნაწარმის  vendoo.ge-ზე განთავსება, მინიმალური  საკომისიო გადასახადით;

·         პროდუქციის განთავსება ყველაზე დიდ ონლაინ სტარტაპ-მარკეტზე  - mystartup.ge, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება. ვებ-გვერდზე ბიზნესების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

ონლაინ ბიზნესგანათლების ფარგლებში თიბისის ტრენინგებში მონაწილეობა მომხმარებლებს უკვე სახლიდან გაუსვლელად  შეუძლიათ.

#თიბისიშენთვის პროგრამის კიდევ ერთი ინიციატივა ბიზნესებისთვის  ციფრულ პროდუქტებზე შეღავათების შეთავაზებაა, კერძოდ:

·          ბიზნეს ინტერეტბანკში ახალი მომხმარებლის   რეგისტრაცია   და კვარტალური მომსახურების მიღება უფასოდ;

·         ბიზნეს ინტერენტბანკში მიმდინარე ანგარიშის გახსნა უფასოდ;

·         დიჯიპას აპლიკაციის გააქტიურება უფასოდ; 

 

ბიზნესებისთვის შეღავათები დაწესდა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზეც.

·         სამთვიანი საშეღავათო პერიოდი სესხების შენატანზე;

·         ბიზნესბარათის  უფასოდ აღება სატელეფონო ცენტრით შეკვეთისას;

·         საკომისიო გადასახადი გაუქმდა ინტერნეტ და მობაილბანკში კომუნალურ გადახდებზე ;

·         პოს-ტერმინალზე  გაუქმდა  შევსებადი საკომისიო გადასახადი 1 ივნისამდე;

·         შეიქმნა სპეციალური სადისტრიბუციო ბარათი სადისტრიბუციო კომპანიებისთვის. 

 

#თიბისიშენთვის  მომხმარებლებს უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...