0 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველო ბანკი ბიზნესს მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს

1 აპრილი, 2020- საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს.ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს,  რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას. ინიციატივის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გვერდში დავუდგეთ ბიზნესებს დღეს, რომ მათ ხვალ ოპერირება შეძლონ. მომხმარებელს პლატფორმა აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენით საკუთარი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის საქმეში და ასევე, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით. 

„საქართვლოს ბანკისათვის ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ახლა როცა ბიზნესებს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა, გვინდა მათ მივცეთ შესაძლებლობა და ახალი გადაწყვეტები, რათა შეძლონ საქმიანობის გაგრძელება. COVID 19 ჩვენი საერთო მტერია, რომელიც გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე და იმისათვის რომ ერთიანი ძალებით წინ აღვუდგეთ ვირუსს, საჭიროა საერთო ძალისხმევა. ახლა ყველას გვაქვს შანსი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში და დავეხმაროთ ბიზნესებს, რათა მომავალში ისევ ვესტუმროთ ჩვენს საყვარელ ადგილებს, ისევ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი მომსახურება. ერთად ყველაფერი შესაძლებელია. ერთად ბიზნესის გადარჩენა შეგვიძლია“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

ინფორმაციისთვის, ინიციატივა  Instagram-ის დამფუძნებელს მაიკ კრიგერს ეკუთვნის. ის სან ფრანცისკოში შეიქმნა, თუმცა პლატფორმა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის თუ ბიზნესისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...