0 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნიკორამ “StopCOV” ფონდის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა

კომპანია “ნიკორა” ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან ათვიცნობიერებს  იმ  უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე აკისრია. გამომდინარე აქედან, მაქსიმალურ ზომებს ვიღებთ, რათა ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია/მოვალეობა, ვუზრუნველვყოთ წარმოებისა და სავაჭრო ქსელის გამართული მუშაობა, მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი, რათა ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას პროდუქციის მომარაგების მხრივ დისკომფორტი.

ჩვენ ვინარჩუნებთ და არ ვზრდით ფასებს საკუთარი წარმოების პროდუქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმოების დიდი ნაწილი იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული და პროდუქტის ფასი პირდაპირ პროპორციულია ლარის კურსის ცვლილებასთან, ჩვენს მიერ წარმოებულ, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე,  ფასი უცვლელი რჩება.

ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, შევუერთდით სოციალურ კამპანიას და შეძლებისდაგვარად პროდუქციით დახმარება გავუწიეთ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს თანადგომას.

ნიკორა მიესალმება “StopCOV” ფონდის შექმნას და ვირუსის წინააღმდეგ  ბრძოლაში 100 000 ლარს რიცხავს.

ასევე მივესალმებით ყველა კომპანიის გაღებულ კონტრიბუციას, რომელიც მიმართულია COVID19 -ის წინააღმდეგ.

 ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ, ერთდ ყველაფერი გამოგვივა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...