0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ იყიდება

 

13 მარტიდან Samsung-ის ახალი, ყველაზე სახელოვანი S სერიის სმარტფონები Galaxy S20, S20+და ყველაზე განსაკუთრებული Galaxy S20 Ultra ოფიციალურად უკვე იყიდება. ასევე, იყიდება, თუმცა შეზღუდული რაოდენობით, სამსუნგის ინოვაციურიდრეკადი ეკრანით აღჭურვილი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip. მომხმარებელმა 2020-ის პირველივე კვარტალიდან დაინახა სმარტფონების ინდუსტრიის ფავორიტები.

Galaxy S20 Ultra წარმოგვიდგენს ყველაფერს, რისი შემოთავაზებაც წელს Samsung-ს შეუძლია.სმარტფონში წარმოდგენილია ყველა ის გადაწყვეტილება, რითაც სამსუნგი ამაყობს: ინდუსტრიაში საუკეთესო 6.9-ინჩიანი 120-ჰერციანი დინამიკური AMOLED ეკრანი, გიგანტური ზომის 5,000 mAh ელემენტი და 108 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელსაც 8K ფორმატში შეუძლია ვიდეოს გადაღება, ან თქვენი სმარტფონის ჩვეულებრივ ტელესკოპად ქცევა Space Zoom ფუნქციის დახმარებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, 100-ჯერ მოაახლოოთ გამოსახულება. ეს მოდელი ნამდვილი მაქსიმალისტებისთვის არის შექმნილი.

ცალკე სასაუბრო თემაა ულტრას უმცროსი მოდელები. აქ კომპანიამ აქცენტი შედარებით პატარა ზომის ეკრანებზე გააკეთა. ყველა სმარტფონს აქვს საკმაოდ მძლავრი მახასიათებლები, როგორიცაა ეკრანის განახლების 120 ჰერციანი მაჩვენებელი, მრავალკამერიანი სეთაფი, ახალი Exynos 990-ის პროცესორი, რაც Samsung-ის პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად მათ მსოფლიოში უსწრაფეს მოწყობილობებად აქცევს.

პარალელურ რეჟიმში, Galaxy Fold-ის მერე Samsung-მაუკვე ახლახან წარმოადგინა Galaxy Z Flip, რომელიც თამამად შეგვიძლია მოვნათლოთ დასაკეცი სმარტფონების მეორე თაობის ღირსეულ წარმომადგენლად. მას აქვს განსხვავებული, მეტად საინტერესო ფორმ-ფაქტურა და ყველაფერთან ერთად ფლაგმანური მახასიათებლები. სმარტფონმა ნამდვილი ჰაიპი გამოიწვია მომხმარებლებში.

Galaxy-ის ახალი ხაზის სმარტფონების შეძენა,არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ, სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიების ვებგვერდებზე. 

აქვე გვინდა შეგახსენოთ რომ, სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. ჰოლოგრამიან სმარტფონს აქვსოფიციალური გარანტია და ავტორიზებულისერვისცენტრის მომსახურება. მოქმედებს ეკრანის უსაზღვრო გარანტია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უფასოდ შეცვალოთ დაზიანებული ეკრანი სამსუნგის ოფიციალურ სერვისცენტრში. ასევე,სმარტფონის დაზიანების შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებიან მხოლოდ სერტიფიცირებული ტექნიკოსები და მწყობრიდან გამოსული ნაწილები ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით.ოფიციალურ მოწყობილობებზე თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპლიკაციაზე. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ, შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. 

დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს! 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...