0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პირველად საქართველოში, ლიბერთი ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად სრულიად ახალ საბანკო პროდუქტს აანონსებს

26 მარტი 2020 - ლიბერთის ინიციატივით, პირველად საქართველოში, შეიქმნა სრულიად ახალი პროდუქტი ქართულ საბანკო რეალობაში და ამ ინიციატივის განხორციელებაში ბანკს მხარი დაუჭირა სექტორში წამყვანმა კომპანიებმა: ავერსი, ნიკორა სუპერმარკეტი, ფარმადეპო და პსპ.

შედეგად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას, შეძლებენ ნაღდი ფულის გატანასაც.

‘ქვეყანაში არსებული დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, სულ მოკლე დროში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავერთიანდით ორი მიზნის გარშემო - ერთი, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან. და მეორე, გავზარდოთ ბარათით გადახდის მოტივაცია.

ეს არის ძალიან კარგი მაგალითი წამყვანი, თუნდაც კონკურენტი კომპანიების, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მენეჯმენტს ამ იდეის გაზიარებისა და მყისიერი რეაგირებისთვის.’ - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო  მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ

მომსახურების ახალი არხი ლიბერთის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს დღეებში, რის შესახებაც ბანკი საკუთარ მომხმარებლებსა და ფართო საზოგადოებას საინფორმაციო არხების საშუალებით შეატყობინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...