0 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი ბანკი, საკუთარი რესურსით 100 მლნ ლარიან პროგრამას იწყებს პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით

მოგესალმებით,

ლიბერთი ბანკის სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებზე.

როგორც უკვე განვაცხადეთ, ლიბერთი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით, ვიწყებთ 100 მილიონ ლარიან პროგრამას - აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით.

ახლა კი, დეტალები თუ როგორ მოხდება პენსიების ჩარიცხვა წინასწარ და როგორ შეძლებენ 70 წლის და ზევით ჩვენი თანამემამულეები ამ თანხებით სარგებლობას:

ენსიები წინასწარ ჩაირიცხება 70 წლის და ზევით ჩვენი მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და უკვე ხვალიდან, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩარიცხული თანხებით, ისარგებლონ და გადაიხადონ მხოლოდ ბარათით - მაღაზიებსა და აფთიაქებში.

ბანკის დისტანციური მომსახურების ცენტრში კი, ერთი ზარით, შეძლებენ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა, პენსიის ჩარიცხვისას  თანხის განაღდებას ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთერთ საფრთხეს წარმოადგენს.

ამიტომ, წინასწარ ჩარიცხული პენსიით, უფასოდ, სარგებლობა მომხმარებლებს შეეძლებათ მყისიერად ბარათით გადახდისას.

ხოლო, რაც შეეხება განაღდებას, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყველა პენსიონერს ეტაპობრივად, ჩვენს მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით.

ამ გრაფიკის სანახავად, ჩვენ შევქმენით სპეციალური საიტი myliberty.ge, სადაც ძალიან მარტივად, შესაძლებელია ნახვა თუ როდის შეძლებს მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით სარგებლობას.

ასევე, მობილიზებულია 08 სამსახური, რომელიც თითოეულ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთან - განახორციელებს ავტომატურ ზარებს და შეტყობინებებს ნაღდი ფულით სარგებლობის თარიღს და ასევე, უპასუხებს მათ კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან. ზარი უფასოა.

ეს პროგრამა მარტივი განსახორციელებელი არ არის და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების ჩართულობას ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანაში. 

 

ეხლა დროა, რომ გავერთიანდეთ ყველა, და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი გარშემომყოფების, ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე. ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ, ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი თანამოქალაქეების სახლიდან გამოსვლის და ბანკში ვიზიტის საჭიროება.

 

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

მადლობა. 

 

ვასილ ხოდელი

გენერალური დირექტორი

ლიბერთი ბანკი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...