0 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთის სპეციალური განცხადება:

მოგესალმებით, 

ლიბერთი ბანკის სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებზე. 

რამდენიმე კვირაში, ვირუსის გავრცელების გამწვავების შესაძლებლობის გამო, და იმის გამო რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია,  ლიბერთი ბანკმა,  საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და 23 მარტიდან აცხადებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. 

ამ ეტაპზე ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით. 

პროგრამის შესახებ დეტალებს, თუ როგორ მოხდება პენსიების ჩარიცხვა და თუ როგორ უნდა ისარგებლონ ჩარიცხული თანხებით 70 და მეტი წლის ადამიანებმა ისე რომ მაქსიმალურად შევამციროთ მათი ბანკში მოსვლის საჭიროება, ამის შესახებ დეტალები გახდება ცნობილი ორშაბათს, 23 მარტს. 

ჩვენ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას, პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ. 

ჩვენ ვიაზრებთ, და ძალიან კარგად გვესმის რომ ეს პროგრამა მარტივი განსახორციელებელი არ არის და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების ჩართულობას ინფორმაციის მიტანაში და არა მარტო, იმ ადამიანებთან ვისაც ეს პროგრამა ეხება. 

ეხლა დროა, რომ გავერთიანდეთ ყველა, და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი გარშემომყოფების, ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე.

რისთვისაც, ლიბერთის მთელი გუნდი, განსაკუთრებით წინა ხაზზე მომუშავე ჩვენი გოგოები და ბიჭები, მთელი გულით ვემსახურებით საქართველოს და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ბანკში მოსვლის საჭიროება.   

მთავარია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ ჩვენ, ერთად აუცილებლად გავუმკლავდებით შექმნილ ვითარებას. 

 

მადლობა 

ვასილ ხოდელი

ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...