1 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დღეს ბიზნესდაჯილდოება გამარჯვებულებს გამოავლენს

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ფინალური ღონისძიება დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის 5 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლებს. ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამორჩეულ ბიზნესს გადაეცემა.  

გამარჯვებისთვის შემდეგი ბიზნესები იბრძვიან:   

·         საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის

ფაბერი, პროფი, თრიფქარს 

·         საუკეთესო ინოვაციებისთვის

ველი, ოპტიო ეიაი და სისიელეი 

·         გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის

ფლასთიქვოჩერ.ჯი,  დადარი,  ნატა ბუაჩიძის სტუდია 

·         თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის

მიკროგრინი, ვანდერლენდი, ვიაიპი სეკრეტარი 

·         საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის

სამოსელი პირველი, ალაზნის თავი, სოფლიდან.ჯი

 

წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და  პროგრამული უზრუნველყოფა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები