„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...
პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. შემოდგომის ნ...
|
26 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი TEDxTbilisi 2019 უმასპინძლებს. 2019 წელს TEDxTbilisi ღონისძიების თემაა ცხოვრების ხელოვნება, სხვადასხვა პროფესიის და ასაკის 9 სპიკერი გაერთიანდება ამ თემის გარშემო სასუბროდ და მათი ინოვაციური პროდუქტის, ხედვის თუ იდეის TEDx აუდიტორიისათვის გასაზიარებლად.
ღონისძიება 14 დეკემბერს 11:00 – 16:30 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება. ერთი დღის განმავლობაში 7 ქართველი და 2 უცხოელი სპიკერი ღონისძიების მონაწილეებს საკუთარ ინოვაციურ ხედვებსა და მიდგომებს გაუზიარებენ. წელს ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რაც ნიშნავს რომ სტუმრებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია TEDxTbilisi-ის ფეისბუქ ან ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე 25 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით:
შემდეგ ბმულებზე:
https://www.facebook.com/events/505211220068154/
http://www.tedxtbilisi.com/news/tedxtbilisi2019-registration
რაც შეეხება TEDxTbilisi2019 სპიკერების სიას, ის ასე გამოიყურება:
1. რატი ღოლიჯაშვილი
2. მაკო ქავთარაძე
3. ხატია გაბისონია
4. ჯერი ოსბორნი
5. მანუჩარ ჩიტაიშვილი
6. თათა რატიშვილი
7. ლიკა დუმბაძე
8. მარია ბაიერ დ’ორაციო
9. გიორგი თუმანიშვილი
TEDx შესახებ:
TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში. საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით - TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და TEDxYouth@Tbilisi (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი. ორივე ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ინოვაციური და საინტერესო იდეები/ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ პროგრესსა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას გლობალურ სივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად მოხალისეთა გუნდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ ფორუმს, რომელზეც სიტყვით გამოდიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი სპიკერები.
TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, ჩვენი სპიკერების მიზანია მაქსიმუმ 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში; აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ.
TEDx ფორმატი მუდმივად ვითარდება აქტუალობის და საზოგადოების ინტერესის შესანარჩუნებლად. სწორედ ამით არის განპირობებული ის გარემოება, რომ დღეისათვის საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც იგი ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ და პრესტიჟულ ინტელექტუალურ ფორუმად იქცა. ყოველწლიურად ჩვენი ღონისძიებები 500ზე მეტ მსმენელს უყრის თავს, ზოგიერთი სპიკერის ვიდეოები კი, პოპულარული გახდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. საზოგადოების მუდმივად ზრდადი ინტერესი ჩვენი ღონისძიებების მიმართ, გვარწმუნებს ამ საქმიანობის საჭიროებაში და აღვივებს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო მრავალფეროვანი ფორმატი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს.
პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. შემოდგომის ნ...
სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...
ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები