„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...
პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. შემოდგომის ნ...
|
11 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და განსაკუთრებით, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ქალი მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით მათთვის სპეციალური ტრენინგი უკვე მესამედ გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები ფინანსური საჭიროების სამართავად. შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ბიზნესის დაფინანსებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები, ბიზნესის საჭიროებები, ციფრული მარკეტინგი და სხვა.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული ტრენინგი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით ჩავატარეთ. ვფიქრობთ, ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ჩვენს ქალ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, უკეთ შეაფასონ საკუთარი ბიზნესი, გაიგონ რა წყაროებითაა შესაძლებელი ბიზნესის დაფინანსება და მიიღონ პრაქტიკული რჩევები თუ როგორ გაზარდონ ინტერნეტის საშუალებით პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
„სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ფინანსური განათლების დონის ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მეწარმეების ფინანსურ განათლებას კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამეწარმეო სექტორის მდგრადი განვითარების პროცესში. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია მეწარმეებს დაეხმარება შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლების, მათ შორის, მეწარმეთა ფინანსური განათლების საჭიროებას და სარგებლიანობას ხედავს კომერციული სექტორიც. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
ტრენინგის პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის შედგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ჩართულობით, „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) მონაწილეობით.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყონ სრულიად ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი. საქართველოს ბანკმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა.
პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. შემოდგომის ნ...
სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...
ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
კომენტარები