ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
ამ დღეებში, საინფორმაციო საშუალებებში სარეკლამო წესით გავრცელდა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის რეპუტაციის შემლახავი სტატიები. ბიზნესმენის წინააღმდეგ მედია სივრცეში აგორებული ცილისმწამებლური და ტყუილებზე აგებული კამპანია გამონაკლისი არ არის. ანალოგიური კამპანიები პერიოდულად იმართება კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების ორგანიზებით და იგი ყოველთვის ემთხვევა ვანო ჩხარტიშვილისთვის სააკაშვილის რეჟიმის დროს უკანონოდ და ძალადობით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით ინიცირებული სასამართლო პროცესების სხდომების მიმდინარეობას.
მიზანი ბანალურად მარტივია, დავის სამართლებრივიდან მედია სივრცეში გადატანით და სიცრუის ტირაჟირებით, მოსამართლის დაშანტაჟება და ზეწოლა სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ტაქტიკამ არც ფოთის წისქვილქარხნისა და არც ნავმისადგომების შემთხვევაში არ გაამართლა და პირველი ინსტანციის სასამართლო ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ოპონენტები ამჯერადაც დაშანტაჟების გზას დაადგნენ, რადგან უახლოეს დღეებში სააპელაციო სასამართლოს სხდომები გაიმართება. თუმცა, ამჯერად, დავიდან სრულიად განყენებული თემით ცდილობენ ჩვენს წინააღმდეგ არასასურველი ფონის შექმნას. კერძოდ, უნდათ საზოგადოებას საკუთარი ინტერპრეტაციებით ახალ ამბად მიაწოდონ 5თვის წინანდელი და უკვე არაერთხელ გახმაურებული ჩხარტიშვილისა და პატარკაციშვილების ოჯახის სასამართლო დავის დეტალები.
ოჯახთან სასამართლო პროცესები დღესაც მიმდინარეობს როგორც ქართულ, ასევე ინგლისის სასამართლოებში. დავის მიუხედავად, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ პატარკაციშვილებს და დარწმუნებულები ვართ, ყველა სადაო საკითხს ცივილიზებულად გადავწყვეტთ.
რაც შეეხება, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამ თემასთან წისქვილქარხნისა და ნავმისადგომების დავის მიბმის უბადრუკ მცდელობას, ეს მათი არგუმენტების სიმწირის კიდევ ერთი საბუთია. ასევე, უხერხულია, სხვა თუ არაფერი, სხვისი ქონების მითვისებაზე საუბარი იმ ხალხის მხრიდან, რომელთაც ბევრი ბიზნესმენი სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობით მათი ბიზნესების მიტაცებაში ადანაშაულებს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპონენტებს, დაუბრუნდნენ სამართლებრივი დავის ცივილიზებულ სივრცეს, იდაონ არგუმენტებით, ფაქტებით და თავი დაანებონ შანტაჟითა და მუქარით წარსულში საკუთარი ძალადობის გათეთრების ფუჭ მცდელობებს. ასევე მოვუწოდებთ ვანო ჩხარტიშვილის დაფუძნებული ტელეკომპანია „მზის“ რამდენიმე ყოფილ ჟურნალისტს, ნუ იღებენ მონაწილეობას კამპანიაში, რომელიც სინამდვილის მრუდ სარკეში წარმოჩენას ემსახურება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ამგვარი კამპანიები სამართლიანობის აღდგენის სამართლებრივი გზიდან ვერ გადაგვახვევინებს.
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
კომენტარები