0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტას“ პრო ბონო აქტივობები რეგიონული სათემო ორგანიზაციების მხარდასაჭერად

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2024 წელი კორპორაციული მოხალისეობრივი საქმიანობით დაიწყო და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით პირველი პრო ბონო აქტივობა უკვე დაგეგმა და განახორციელა. 

რეგიონული სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციებისა და  საინიციატივო ჯგუფებისთვის სოციალური მედიის შინაარსობრივი  და ვიდეოკონტენტის შექმნის2-დღიანი ტრენინგკურსი - „ხილვადობის ციფრული ინსტრუმენტები“, „თეგეტას“ სოციალური მედიების მიმართულების ხელმძღვანელმა მაია გულისაშვილმა და კონტენტმენეჯერმა საბა ჩაჩუამ მოამზადეს. 

ტრენინგში 14 ორგანიზაციის 18 წარმომადგენელი მონაწილეობდა გურიის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებიდან. ისინი კომუნიკაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს, მათი გამოყენების ტექნიკურ საშუალებებსა და შინაარსის დაგეგმვის ფორმებსგაეცნენ. 

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, რომლისთვისაც საზოგადოებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ყოველთვის აქტიურადაა ჩართული პრო ბონო პროექტებში. წლის პირველი პრო ბონო აქტივობა, რომელიც CSRDG-სთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა, ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა. 

ჩვენი გუნდის წევრები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან პრო ბონო აქტივობებში და თავიანთი ინტელექტუალური რესურსით ცდილობენ სასიკეთო ცვლილებებში მონაწილეობას. გასული ორი წლის განმავლობაში პრო ბონო ქსელთან აქტიური თანამშრომლობაც სწორედ ამაზე მეტყველებს“.

თეგეტა პრო ბონო ქსელის წევრი 2022 წელს გახდა, თუმცა ქსელის წევრობამდეც აქტიურად თანამშრომლობდა, როგორც მოხალისე. 

ნათია მეტრეველი, პრო ბონო ექსპერტი: „თეგეტა ჰოლდინგი“ პრო ბონო ქსელს 2022 წელს შემოუერთდა. მანამდე ერთობლივი პრო ბონო პროექტები უკვე გვქონდა განხორციელებული. ქსელში გაწევრიანების შემდეგ კი ამას უფრო აქტიური ხასიათი მიეცა და თეგეტას მხრიდან სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერამ, თანამშრომლების ჩართულობით, კიდევ უფრო დახვეწილი და სისტემური ფორმა მიიღო. სექტორთა შორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს პრო ბონო აქტივობა და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ისეთი ძლიერი კომპანია, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ტრენინგსა და ამავდროულად 2024 წლის ქსელის პირველ აქტივობას, სადაც მაია და საბა - ორი ასეთი საინტერესო, ჭკვიანი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი - პრო ბონო კონსულტანტებად ჩაერთნენ, მონაწილეების მხრიდან მას ძალიან დიდი მოწონება და პოზიტიური უკუკავშირი მოჰყვა“.

ქსელის წევრობის მხოლოდ პირველ წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ პრო ბონო აქტივობების ფარგლებში 60-ზე მეტმა სოციალურმა მეწარმემ გაიუმჯობესა ცოდნა კომუნიკაციების, სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.ხოლო „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტააკადემიის“ 15 თანამშრომლის ჩართულობა, რომელიც, ჯამურად, 105 საკონსულტაციო საათს მოიცავს, სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას დაეთმო.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, 2024 წელს ეს მიმართულება კვლავაც პრიორიტეტად რჩება და კიდევ უფრო მეტი აქტივობისთვის გამოხატავენ მზაობას. 

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრიაქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები