0 2 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამბიციური განაცხადი საავტომობილო ინდუსტრიაში - Volvo Cars 2030 წლისთვის ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას გეგმავს

 

კომპანია აორმაგებს ძალისხმევას კლიმატის დაცვის მიმართულებით. მისი მიზანია,ნახშირბადის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 75%-ით შეამციროს

 

Volvo Cars გეგმავს ალუმინისა და ფოლადის გამოყენებას თითქმის ნულოვანი ემისიით

 

Volvo Cars 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებასა და რეალიზაციას აანონსებს. ეს გადაწყვეტილება გამონაბოლქვის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. შედეგად შვედური კომპანიის სრული სამოდელო რიგი ეკომეგობრული იქნება. ამ ამბიციური და კლიმატის დაცვის მიმართულებით აუცილებელი მიზნის მისაღწევად Volvo Cars სუფთა ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, თითქმის ნულოვანი ემისიის ალუმინის მოხმარებაზე გადასვლას დააჩქარებს.

პარალელურად, უსაფრთხოებითა და გარემოსადმი მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული კომპანია პირველია საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელიც ფოლადის შვედურ მწარმოებელთან, SSAB-თან,გაერთიანდა და უკვე მოიპოვა წვდომა თითქმის ნულოვანი ემისიის მქონე, მაღალი ხარისხის ფოლადის გადამუშავებულ ფურცლოვან ფოლადზე. მასალას Volvo Cars საავტომობილო წარმოების პროგრამაში 2026 წლისთვის გამოიყენებს. 

Volvo Cars-ის საოპერაციო დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ხავიერ ვარელა ამბობს, რომ კომპანია მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების თავიდან აცილების პროცესში. ამ განაცხადს Volvo Carsკონკრეტული გეგმით ამყარებს და ემზადება 2030 წლისათვის, როდესაც კომპანია მხოლოდ ელექტრიფიცირებული ავტომობილების წარმოებაზე გადავა. Volvo Cars-ში აცხადებენ, რომ პროგრესი შთამბეჭდავია: მიმდინარე წლის დასაწყისშიკომპანიამ წარადგინა სრულად ელექტრომოდელიEX30, რომელსაც ვოლვოს მიერ წარმოებულ ავტომანქანებს შორის ნახშირბადის ყველაზე დაბალი გამონაბოლქვი აქვს. გაყიდვების მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: 2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სრულად ელექტრომობილებმა Volvo Cars-ის ჯამური გაყიდვების 16 პროცენტი შეადგინა.

ამასთანავე, კომპანიამ უკვე შეწყვიტა ინვესტირება ახალი შიგაწვის ძრავების სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, ხოლო 2024 წელი იქნება ბოლო თარიღი, როდესაც შვედური ავტომწარმოებელი დიზელის ძრავაზე მომუშავე მანქანას გამოუშვებს. 

რაც შეეხება წარმოების პროცესს, მსოფლიო მასშტაბით Volvo Cars-ის ყველა ქარხანა 100%-ით კლიმატისთვის ნეიტრალურ, განახლებად ენერგიაზე მუშაობს. 

იონას ოტერჰეიმი, Volvo Cars-ის კლიმატისცვლილებების სამუშაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ის, რის გაკეთებასაც ჩვენ და ჩვენი სხვა თანამოაზრე კომპანიები ვცდილობთ, არის ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება უკვე მოძველებული საწარმოო ინდუსტრიული პროცესების დეკარბონიზაციისმიზნით. ვიმედოვნებთ, შევძლებთ, ვაჩვენოთ, რომ ეს სასიცოცხლო ცვლილება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ უკვე მიმდინარეობს“. 

Volvo Cars-ის მიზანია, მიანიჭოს მომხმარებელს გადაადგილების თავისუფლება ინდივიდუალური, მდგრადი და უსაფრთხო გზით. ეს აისახება მის მისწრაფებაში - გახდეს სრულად ელექტრომობილების მწარმოებელი 2030 წლისთვის - და მის ვალდებულებაში - მუდმივად შეამციროს ნახშირბადის კვალი - და შედეგად, 2040 წლისთვის კლიმატის მიმართ ნეიტრალურ, უვნებელ კომპანიადმოგვევლინოს.

შვედურ ავტომწარმოებელს საქართველოსთან ერთად  კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში „ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია 2019 წლიდან პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. საერთაშორისო ბაზარზე სხვა წარმომადგენლობებთან ერთად, „ვოლვო ქარ კავკასიაც“ სრულად მიჰყვება სკანდინავიური ბრენდის მიზნებსა და კონცეფციას. თბილისში არსებული მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი.ახლად გახსნილი ცენტრის შენობის სახურავზე 693 პანელია დამონტაჟებული, რომლებიც ელექტროენერგიას მზის შუქზე გამოიმუშავებს.კომპანია მომხმარებელს Volvo Cars-ის სრულ სამოდელო რიგს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიითაც ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“უზრუნველყოფს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები