0 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ამის გაკეთება ჯერ კატეგორიულად არ შეიძლებოდა“ - რას წერს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა, ნატო ხუტაშვილი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სოციალურ ქსელში პირველ საჯარო მიმართვას აქვეყნებს და წერს, რომ მკვლელობის ადგილის გაკაფვა-გაჩეხვა კატეგორიულად არ შეიძლებოდა.

„12 წლის ანის დედა გწერთ ჩემი შვილის მკვლელობის ადგილის გაკაფვა-გაჩეხვის ფაქტის შესახებ. მქონდა კომუნიკაცია შემდგომში იმ ადგილზე რომ არ მომხდარიყო კვლავ უბედური შემთხვევა და ვითხოვე განათება და მოწესრიგება.

 

ოღონდ.. ჯერ არ არის დასრულებული გამოძიება და ექსპერტიზის პასუხები მოსული. ამიტომ ამ ადგილზე კვლავ ხდებოდა დაკვირვებები და ა.შ. გამგეობამ როგორც ამიხსნა, მიმართა საგამოძიებო უწყებებს და მათი ნებართვით მოხდა, რაც მოხდა.

მე დღეს მოვითხოვე პასუხი ამ ნებართვის გაცემის შესახებ. ვარ მოლოდინის რეჟიმში. ამის გაკეთება ჯერ კატეგორიულად არ შეიძლებოდა“, – წერს გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა, ნატო ხუტაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები