1 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“შენ უკვდავი ხარ რეი ჩარლზ რობინსონ”! …

ჩამოტვირთვა

საკმარისია, რამდენიმე წამი უსმინო ამ ადამიანის ნებისმიერ კომპოზიციას, რომ დარწმუნდე - ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მუსიკა. ეს არის ფიქრები, გრძნობები, ემოციები; ეს არის ბგერებით გამოხატული სული - ისეთივე ძლიერი, როგორიც თავად იყო. ამ ადამიანს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა. რასისტული საზოგადოების წნეხის ქვეშ მცხოვრები ხშირად აწყდებოდა სირთულეს, მაგრამ ყველაზე მისი ცხოვრების უმთავრესი ტრაგედია უსინთლობა იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გამხდარიყო ის ვინ უნდა გამხდარიყო..~დიახ ეს ჯაზის უსინათლო ლეგენდა რეი ჩარლზია. „მახსენდება კონცერტი, სადაც სცენაზე დუკ ელინგტონთან ერთად უნდა მემღერა. სანამ დუკის სახელს გამოაცხადებდნენ, იგი ექიმების გარემოცვაში იყო. თუმცა, სცენაზე გამოსვლის შემდეგ ვერვაინ ვერ შენიშნა თუ რამხელა პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აი, რა სასწაულების მოხდენა შეუძია უბრალო ნოტებს. თუ თავს ცუდად გრძნობთ, წადით შინ, მოუსმინეთ საყვარელ მელოდიებს და გახსოვდეთ, რომ მსგავსი სასწაული თქვენც შეგემთხვევათ!“ რეი ჩარლზი ჯორჯიის შტატ პატარა ქალაქ ელბანში დაიბადა. დედა არეტა რობინსონი, მამა ბეილი რობინსონი. რეის ოჯახი ძალიან ღარიბი იყო. რეის მამამ ოჯახი მალევე დატოვა: „მამა წავიდა. სახლში ხშირად პურის ერთი მარცვალიც კი არ იყო. სწორედ ამიტომ, დედა იძულებული გახლდათ ნებისმიერ სამსახურს დათანხმებოდა. შვილები დედასთვის მთავარი სიმდიდრე იყო, იგი ჩვენ გვაღმერთებდა" როდესაც რეი ხუთი წლის იყო მისი ძმა ქუჩაში მდგარ ტაშტში ჩავარდა, ამის მომსწრე რეი ცდილობდა ძმის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ... ერთხელ, როცა დედა სარეცხს ფენდა, თავიდან ფეხებამდე სველი მივედი მასთან. თურმე ვტიროდი და ვყვიროდი, რომ მინდოდა შველა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მახსოვს ყველაფერი ისეთი მძიმე მეჩვენებოდა, დედას ხელი დავავლე და წავიყვანე. დედამ დიდ კასრში ჩემი ძმის სხეული შენიშნა, ამოიყვანა, ცდილოობდა მის გადარჩენას, ითხოვდა შველას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მე ვტიროდი და პატიებას ვითხოვდი, თუმცა დამნაშავე არ ვიყავი.. ჯორჯი მისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ჯორჯი დაიხრჩო, ხოლო რეი გადატანილი სტრესის გამო თანდათან კარგავდა მხედველობას. "ხუთი წლის ასაკში თავზე დატეხილი საშინელება არ მცილდებოდა. საკუთარი ოთახიდან აღარ გამოვდიოდი. ბუნდოვანება შეეპარა ჩემს მხედველობას. ვცდილობდი საგნების ძველებურად კარგად გარჩევას, მაგრამ ვეღარ ვახერხებდი. დედამ ექიმთან წამიყვანა და თან არა ერთთან, თუმცა ყოველი მათგანი ამბობდა: „ბიჭუნას მხედველობის დაკარგვა ელის“ და ერთი წლის შემდეგ ასეც მოხდა, თითქოს წინასწარმეტყველება ახდა!“ „საერთოდ აღარ მახსოვს რა არის მხედველობა. მთავარია მახსოვს როგორ გამოიყურება დედა და კიდევ მახსოვს ულამაზესი ყვავილები“ პირველად მისი მუსიკალური ტალანტი სამი წლის ასაკში გამოვლინდა. მასზე აფთიაქის მეპატრონემ იმოქმედა, რომელიც პიანინოზე უკრავდა. ამ უკანასკნელმა ასწავლა პირველი სამი ნოტი რეის. შემდგომ ჩააბარა ბრმებისა და ყრუებისათვის განკუთვნილ სკოლაში. აქ რეიმ შიესწავლა ბრაილის ანბანი და რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. 1945 წელს დაეღუპა დედა, ორი წლის შემდეგ კი მამა. პირველი ჯგუფი რომელშიც იგი მოღვაწეობდა The Florida Playboys იყო. 1949 წელს გამოვიდა ჰიტი Confession Blues. „როცა მღერი, მთავარია მიაღწიო იმას, რომ მსმენელს შენი სჯეროდესო“-ამბობდა რეი. 1951 წლის 31 ივლისს დაქორწინდა ეილემ უილიამსზე, ერთი წლის შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა. აღსანიშნავია რომ რეის 12 შვილი ჰყავდა და მხოლოდ 3 ოფიციალური ცოლებისაგან. თექვსმეტი წლის ასაკში რეი ნარკოტიკებსაც დაუმეგობრდა და რამდენიმეჯერ სერიოზული უთანხმოება მოუვიდა კანონთან. ბოლოს, 34 წლისამ, გადაწყვიტა, გაევლო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი, მედიკამენტური ჩარევის გარეშე, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. მისმა ნებისყოფამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჩარლზმა ნარკოტიკებს საბოლოოდ დაანება თავი და მთელ მსოფლიოს დაანახვა, რომ კარგი მუსიკის შექმნა სტიმულატორების გარეშეც შეეძლო. საინტერესოა ერთი ისტორია მუსიკოსის ცხოვრებიდან. შემთხვევა, რომელიც რეის მშობლიურ შტატში, ჯორჯიაში, 1961 წელს შეემთხვა. მან შეიტყო, რომ პუბლიკა, რომელიც მის კონცერტზე მივიდოდა, ორ ნაწილად გაიყოფოდა: ერთ მხარეს თეთრკანიანები ისხდებოდნენ, მეორე მხარეს კი შავკანიანები. ამის გაგებისთანავე ჩარლზმა კონცერტი გააუქმა, რის გამოც 757$-იანი ჯარიმა დააკისრეს. შტატის მთავრობამ შეცდომა 1979 წელს გამოასწორა, როცა რეის უკვდავი ჰიტი, „Georgia On My Mind", ჯორჯიის ოფიციალურ ჰიმნად გადაიქცა. „უკეთესია ყოველი დღე ისე განვლო, თითქოს იგი შენი უკანასკნელი საათებია, ერთხელაც აუცილებლად მართალი აღმოჩნდებით“ეს დღე მუსიკოსისთვის 2004 წლის 10 ივნისს დადგა..მაგრამ რეი ასე უბრალოდ არ მომკვდარა.. მისი შემოქმედება დღემდე გვაძლევს საშუალებას, მასზე ვწეროთ, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, შევადაროთ, გავაანალიზოთ. ეს კი ცოცხალი პროცესია. ხელოვნება არ კვდება, სანამ მას ცოცხალი პროცესების ინიცირება შეუძლია. კარგი ხელოვნება კი, - ისეთი, როგორიც ჩარლზია, - ყველაზე მეტხანს ცოცხლობს.დიახ შენ უკვდავი ხარ რეი ჩარლზ რობინსონ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები