0 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის ახალი ინიციატივა: ღია კინოჩვენებები სამცხე-ჯავახეთში

თიბისის ინიციატივით, ბორჯომის მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში, რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმის „გრძელი ნათელი დღეები“ ღია ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას ადგილობრივი მაცხოვრებლები, ახალგაზრდები და ტურისტები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, პირველი ჩვენება უკვე მოეწყო ახალქალაქში. მომდევნო ღია ჩვენება კი ახალციხესა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

გარდა ფილმის ჩვენებებისა, თიბისის ინიციატივითა და ხელშეწყობით, სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია!

თიბისი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუციაა, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, თუ როგორი პოზიტიური გავლენა შეუძლია იქონიოს თიბისიმ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ამიტომ თიბისისთვის კულტურის, განათლების და შემეცნებითი პროგრამების მხარდაჭერა მისი დაარსების დღიდან პრიორიტეტს წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები