0 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზამთრის პერიოდში ე.წ. ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილების ვალდებულება შემოდის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა შს სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ზამთრის პერიოდში ე.წ. ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილების ვალდებულება შემოდის.

კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავი. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება. საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ორ ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულება იარსებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები