2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ყველაფერი ისე სწრაფად და "უმტკივნეულოდ" არ გაკეთდება, როგორც გსურდათ. ყურადღება გმართებთ საბუთების გაფორმებისას, დოკუმენტებზე ხელის მოწერისას. 

კურო 
კარგი დღეა პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. სამომავლო გადაწყვეტილებები საყვარელ ადამიანთან შეთანხმებულად მიიღეთ. 

ტყუპი
დღეს შეიძლება სამსახურის საქმეები არც გაგახსენდეთ, რადგან პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები გელით და სიყვარულში თავით გადაეშვებით. 

კირჩხიბი
წარსულში შესრულებული საქმიანობისთვის დასაჩუქრდებით. დღევანდელი დღე შემოქმედებით საქმიანობას, დასვენებას, განათლების მიღებას და ცოდნის გაზიარებას უნდა დაუთმოთ. 

ლომი
საინტერესო შეხვედრა, გავლენიანი ადამიანების გაცნობა და ხელშეკრულებების გაფორმება გელით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. აგრეთვე კარგი დღეა ქორწინებისთვის. 

ქალწული
დღეს გარშემო მყოფებისთვის თქვენი უპირატესობის დამტკიცება, თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მოგინდებათ. კარგი დღეა ახლობლების დასახმარებლადაც. 

სასწორი 
ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ, ნუ შეეჭიდებით პროექტს, რომელიც რთულია და ნაკლებპერსპექტიული. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. 

მორიელი
ეცადეთ, გარშემო მყოფების ჭორებმა და ინტრიგებმა თქვენში აგრესია არ გამოიწვიოს და მშვიდად გაანალიზეთ ყველაფერი. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ბევრი მოშურნე გყავთ. 

მშვილდოსანი 
დღეს საპირისპირო სქესისთვის თავის მოწონებას ნებისმიერი ხერხით შეეცდებითა. საღამოს მეგობრებთან ერთად დასვენება და გართობა მოიწყვეთ. 

თხის რქა
რთულ მომენტებში საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით. ადამიანებს ნუ "გაებუტებით". პირიქით, მოურიდებლად სთხოვეთ დახმარება და რჩევა გარშემო მყოფებს. 

მერწყული
მოერიდეთ უცხოებთან გულახდილობას, იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც გაღიზიანებთ. სიფრთხილე გმართებთ ჭამშიც, რათა არ მოიწამლოთ. 

თევზები
ცვლილებების დღეა. რაღაც უნდა შეცვალოთ საქმიანობაში, პირად ურთიერთობაში. დროა, ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადახვიდეთ. გაბედულად იმოქმედეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები