0 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს რთული არჩევანის წინაში აღმოჩნდებით - ძალაუფლებასა ან მატერიალურ კეთილდღეობას შორის. ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომ არც გარშემო მყოფები დააზარალოთ. 

კურო
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ახალი იდეების განხორციელებას ოჯახის წევრების დახმარებით შეძლებთ. 

ტყუპი
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. გახსოვდეთ, რომ თუ საყვარელ ადამიანთან შერიგება გსურთ, პირველი ნაბიჯი თავად უნდა გადადგათ. 

კირჩხიბი
შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ, მაგრამ საქმეებში ხელი არ შეგეშლებათ, წარმატებას მაინც მიაღწევთ. ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. აიძულეთ საკუთარი თავი, რომ ივარჯიშოთ. 

ლომი
სწრაფად და წარმატებულად შეასრულებთ დაგეგმილ საქმეებს. მოერიდეთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. 

ქალწული
ნეგატიური პერიოდი დასრულდა. თავს ენერგიულად და ხალისიანად იგრძნობთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. 

სასწორი
მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას გარშემო მყოფების მიმართ. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. 

მორიელი 
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ერთად დაგეგმეთ უქმეები, შვებულება. იყავით მაქსიმალურად მოსიყვარულე მის მიმართ. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ნათესავებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. 

თხის რქა
მოერიდეთ ფინანსურ მანიპულაციებს, უფრო მეტს დაკარგავთ, ვიდრე მოიგებთ. დაგეგმეთ სამომავლო საქმეები.

მერწყული
დღეს თქვენს სიტყვას დიდი მნიშვნელობა ექნება. ამიტომ, ეცადეთ, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები. წარმატება გელით მოგზაურობისა და მივლინებისას. 

თევზები
მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას, ალკოჰოლისა და ცივი სასმელების დალევას. შეამცირეთ დატვირთვა თვალებზე და დროზე დაიძინეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები