1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ფანთაიმის“ ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს

„ფანთაიმის“ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები კაჭრეთში, „ამბასადორი გოლფ კლუბში“ დააჯილდოვეს.

გამარჯვებულები ინტერნეტმომხმარებლებმა გამოავლინეს. პირველ ადგილზე თამარ ზოიძე გავიდა.

მეორე ადგილი სოფო ჯერენაშვილმა დაიკავა, მესამე ადგილი - ანა ძაბირაძემ. 18-25 წლამდე გოგონებს შორის შესარჩევი კონკურსი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 3 გამარჯვებულთან ერთად, კომპანიებმა საკუთარი სიმპათიებიც დაასახელეს. „ფანთაიმის“ სიმპათიის ტიტული „იმედის“ ჟურნალისტმა, ინგა შანიძემ მოიპოვა. „ფანთაიმის მეგობრის“ მუზა ლელა გვიჩიანი გახდა, რომელმაც ასევე მოიპოვა სამედიცინო ესთეტიკური ცენტრის, „ბელნატურის“ სიმპათიის ტიტული. გარდა ამისა, „დელფოსის“ სიმპათიის ტიტული ლუბა სლაბადენიუკს ერგო.

„ფანთაიმის“ წარმომადგენლის, თინათინ გოგაშვილის თქმით, „ხმის მიცემა 3 ვარსკვლავიანი პრინციპით იყო შესაძლებელი; 100 კონკურსანტიდან, ფინალში 12 გადავიდა. ერთი ვარსკვლავი ერთ ქულას შეესაბამებოდა“.

დაჯილდოვება კაჭრეთში „ამბასადორ გოლფ კლუბში“ გაიმართა, რომელიც კონკურსის მთავარი სპონსორია.

ფოტოკონკურსის გენერალური სპონსორი „დელფოსი“, სპონსორები კი სამედიცინო ესთეტიკის ცენტრი „ბელნატურ ჯორჯია“ და „ბოდი იმიჯი“ გახლდათ.

„ფანშუთის“ სპონსორი ასევე იყო დიზაინერი, თინათინ მაღალაშვილი, რომელმაც სპეციალური პრიზი დააწესა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები