1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეიძლება რთული და თქვენთვის უცხო საქმის გაკეთებამ მოგიწიოთ. ყურადღებით იყავით დღეს წერტილი უნდა დაუსვათ ძველ კავშირებს, საქმეებს, კონტაქტებს. მოერიდეთ ღალატს, როგორ პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში. 

კურო 
ფორტუნა გწყალობთ და საკუთრი საქმეების მოგვარებასაც მოახერხებთ და გარშემო მყოფების დახმარებასაც. განსაკუთრებულად კარგი დღე ელით შემოქმედ კუროებს. 

ტყუპი
მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. ფრთხილად იყავით, შეიძლება გარშემო მყოფებმა ან მახე დაგიგონ, ან ინტრიგების ქსელში გაგხვიონ. 

კირჩხიბი
დღეს ან სახლის საქმეები და ოჯახური პრობლემების მოგვარება უნდა აურჩიოთ, ან სამსახურის. ყველაფერს მარტო ვერ გაუმკლავდებით. ამიტომ, გარშემო მყოფების მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. 

ლომი 
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, აქტიურ ქმედებებს. უთახმოებას კოლეგებთან კონფლიქტში ნუ გადაზრდით. მშვიდად განიხილეთ ახალი პროექტები.

ქალწული 
გაღიზიანებული და გადაღლილი ხართ. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მაგრამ გარშემო მყოფთა კრიტიკასა და შენიშვნებს ნუ დააიგნორებთ. საღამო დასვენებასა და საყვარელ ადამიანზე, ოჯახის წევრებზე ზრუნვას დაუთმეთ. 

სასწორი 
გაანაწილეთ დღე, დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეებს დაუთმეთ, მეორე ნახევარი – პირად ცხოვრებას. ეცადეთ, სხვათა გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. 

მორიელი 
შეიძლება კოლეგებსა და ახლობლებზე უსიამოვნო ამბები შეიტყოთ, ნუ განსჯით და გაართულებთ მათთან ურთიერთობას. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების, შვილების მიმართ. 

მშვილდოსანი 
მოერიდეთ ფინანსურ ხარჯს და ნურც შორ მანძილზე გაემგზავრებით. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს და აზარტულ თამაშებს. 

თხის რქა
დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. სწრფად და მიზანმიმართულად იმოქმედეთ. გარშემო მყოფების მიმართ მეტი მზრუნველობა და სიყვარული გამოავლინეთ. 

მერწყული
ახალი საქმეები და პროექტები თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. შეიძლება გვიანობამდე მოგიწიოთ სამსახურში დარჩენამ. ამიტომ, მეგობრებს შეხვედრა სხვა დროისთვის დაუნიშნეთ. 

თევზები
კარგი დღეა ფიზიკური და გონებრივი აქტიურობისთვის. აგრეთვე, სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად. მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. ეცადეთ ახლობლებთან ჰარმონიული დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები