1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პარიზის გარეუბანში სამი ტერორისტი მოკლეს

ბოლო მონაცემებით, პარიზის სენ-დენის გარეუბანში 3 ტერორისტი მოკლულია, აქედან ერთ-ერთი - თვითმკვლელი ქალია, რომელმაც ე.წ.შაჰიდის ქამარი აამოქმედა. სააგენტო "ესოშიეთედ პრესი" იტყობინება, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი სამართალდამცველი დაიჭრა. სააგენტო "ფრანს 24" იტყობინება, რომ პოლიციელებმა ორი ტერორისტი დააკავეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შენობაში, რომლის შტურმიც ამ წუთებში მიმდინარეობს, იმყოფება პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანთან ერთად.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, კრისტიან ტობირის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაცია დასასრულს უახლოვდება.ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები