1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კურიერი" 11:00 საათზე ეთერში სპეციალური გამოშვებით გავა

საქალაქო სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე სასამართლო სხდომა დაიწყება.

პროცესზე გახდება ცნობილი დარჩება თუ არა თამაზ ურთმელიძე რუსთავის 2-ის საქმის მოსამართლედ. მისი აცილება არის ერთ-ერთი მთავარი შუამდგომლობა, რომელსაც დაცვის მხარე დღეს კიდევ ერთხელ დააყენებს.

ზუსტად 11:00 საათზე კურიერის სპეციალურ გამოშვებაში ნახავთ მიმდინარე სასამართლო პროცესის დეტალებს და სასამართლოს ეზოში რუსთავი 2-ის მხარდამჭერების აქციაზე განვითარებულ მოვლენებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები