1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ჩვენ გვაქვს ენერგეტიკული მჭიდრო ურთიერთობა რუსეთთან" კახი კალაძე

ენერგეტიკის მინისრტი გაზპრომთან მოლაპარაკებებს ადასტურებს. კახი კალაძის განმარტებით, რუსეთიდან გაზს საქართველო ყოველთვის იღებდა და მომავალშიც მიიღებს.„სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულად არის ატეხილი გაზპრომთან მიმართებაში. ჩვენ წლებია გაზპრომთან გავქვს ურთიერთობები, ეს ურთიერთობები გრძელდება დღესაც და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გაზს ვიღებდით მაშინაც კი, როდესაც 2008 წლის ომის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, ვიღებთ დღესაც და დარწმუნებული ვარ მივიღებთ მომავალშიც. ეს მიზანმიმართულად პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა მიმაჩნია არასწორად. გარდა გაზპრომისა, ჩვენ გვაქვს ენერგეტიკული მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან, ზამთრის თვეებში ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან. ამიტომ ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მიმაჩნია არასწორად,“ - განაცხადა კახი კალაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები