2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მუხიანში ორი ადამიანი მოკლეს

მუხიანში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი პირი. შემთხვევა მუხიანის მე-4 ბ მიკრორაინში ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მუხიანში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და მოკლული პირები მეზობლები იყვნენ. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ისინი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. მათივე ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში დანაშაულში ეჭვმიტანილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის ყოფილი პატიმარია და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

"როგორც ამბობენ, მკვლელი მთვრალი იყო. იარაღი ჰქონდა და წინ და უკან ატრიალებდა. მოკლულებმა ურჩიეს, რომ იარაღი შეენახა, რადგან ეზოში ბავშვები იყვნენ, მან კი აიღო და ამ ადამიანებს ესროლა", - აცხადებენ ადგილობრივები.
თვითმხილველების ინფორმაციით, ორივე მოკლულს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები