2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის; ხატვის, ცეკვის შესასწავლად. აგრეთვე, მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. 

კურო
საქმიანი შეხვედრები მეგობრულ გარემოში დანიშნეთ. წარმატებული დღე ელით ბიზნესმენებს. დღის მეორე ნახევარი შინ, ოჯახთან ერთად გაატარეთ. 

ტყუპი
იაქტიურეთ წარმატების მისაღწევად. დღის მეორე ნახევარში დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. საღამოს - რომანტიკული პაემანი. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებას. 

კირჩხიბი
დღის მეორე ნახევარში საყვარელ ადამიანთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ. თქვენზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები, შეიძლება ძველი გრძნობა განახლდეს. 

ლომი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და მეგობრებთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

ქალწული
დილიდან რომანტიკულ და სენტიმენტალურ განწყობაზე იქნებით. თქვენ განწყობა სასიყვარულო პარტნიორის ქცევაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, პირადი გრძნობების გამო არ გაიფუჭოთ სამსახურის საქმეები 

სასწორი
ფლირტისა და გართობის განწყობაზე ხართ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. საღამოს მხიარული წვეულება და საინტერესო ნაცნობობა გელით. 

მორიელი 
წარმატებული დღე ელით მუსიკოს, მხატვარ და ფოტოგრაფ ნიშნებს. დღის მეორე ნახევარი შინ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. კარგი დღეა ავეჯის შესაძენად. 

მშვილდოსანი
განწყობას გაგიუმჯობესებთ შემოქმედებითი საქმიანობა და ვარჯიში. ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ, ან ჰონორარს მიიღებთ. საღამოს პარტნიორს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ. 

თხის რქა
დღეს მაქსიმალურად გაანებივრეთ საკუთარი თავი. მეტად დაისვენეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შეიარეთ მაღაზიებში და შეიძინეთ ახალი სამოსი. საყვარელ ადამიანთან საუბარი თვითრწმენას დაგიბრუნებთ. 

მერწყული
არ გაგიჭირდებათ გარშემო მყოფების კეთილგანწყობის დამსახურება. საღამოს ნათესავებსა და მეგობრებს უნდა უმასპინძლოთ. 

თევზები
კოლექტიური მუშაობა მეტ სარგებელს მოგიტანთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები