2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნახეთ,რა ხდება ივანიშვილის სახლთან უგულავას დაკავების შემდეგ

უგულავას დაკავების შემდეგ, მისმა მხარდამჭერებმა სასამართლოდან ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს. ისინი თბილისის მერის დაპატიმრებას და იმ განაჩენს აპროტესტებენ, რომლის დირექტივა, ოპოზიციის თქმით, სოლოლაკის ბორცვიდან გაიცა.

სამართალდამცავებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება დაიძაბა. დაკავებული პირების სამმართველოში გადაყვანის საშუალებას პოლიციელებს აქციის მონაწილეები არ აძლევდნენ ისინი საპატრულო მანქანას წინ გადაუდგნენ. 

ამ დროს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა. 

მიუხედავად წინააღმდეგობისა სამართალდამცავებმა დაკავებულები პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები